საფრანგეთის პოლიციამ ორი მიგრანტი ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა

საფრანგეთის პოლიციამ ორი მიგრანტი ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა

3საფრანგეთის პოლიციამ, გუშინ ორ მამაკაცს ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობის ბრალდება წაუყენა, რომლებიც ასევე გასული წლის ნოემბერში, პარიზში მომხდარ ტერაქტში არიან ეჭვმიტანილები – წერს The Daily Mail-ი.
29 წლის ალჟირელი ადელ ხადადი და 35 წლის პაკისტანელი მოჰამედ ესმანი ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულეს.
როგორც, გამოძიებასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, ხადადის პარიზის ტერაქტებში უნდა მიეღო მონაწილეობა. გამოძიების ვერსიით, ორივე დაკავებული ბერძნულ კუნძულ ლაროსში თავშესაფრისმაძიებლებთან ერთად მოხვდნენ. იმავე ნავზე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ისხდნენ ორი მამაკაცი, რომლებმაც, 13 ნოემბერს პარიზის ტერაქტები მოაწყვეს.
უსმანი პაკისტანში ტერორისტული ორგანიზაცია “ლაშკარ-ე-ტაიბასთვის” ბომბებს ამზადებდა. ინდოეთის მთავრობის ცნობით, ზუსტად ამ ჯგუფმა მოაწყო 2008 წელს მუმბაიში აფეთქება, რომლის დროსაც 166 ადამიანი დაიღუპა.

პარიზში ტერაქტების სერია გასული წლის ნოემბერში მოხდა, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა და 400-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეროვნულმა გვარდიამ პენტაგონისგან პიკაპები და მიკროავტობუსები მიიღო
შემდეგი სტატიაერევანში არეულობების ფაქტზე 23 ადამიანი დააკავეს