საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში კატას აიყვანენ სამსახურში

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში კატას აიყვანენ სამსახურში

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კატა ოლივის მემკვიდერს მოიყვანენ. ოლივი 22 წლის ასაკში მოკვდა. “ოლივს მემკვიდრე ეყოლება. ვაპირებ კატა ავიყვანო. ჯერ არ ვიცი რომელი, მაგრამ ბერსში (სამინისტროს შენობა) ახალი კატა იქნება” – ფრანგული უწყების ხელმძღვანელმა ბრუნო ლე მერმა თქვა.

ოლივის სიკვდილის შესახებ გასულ კვირას გავრცელდა. ის სამსახურში 1999 წლიდან იყო. მას შემდეგ 15 მინისტრი გამოიცვალა. მერი 2017 წლიდან არის თანამდებობაზე, ამიტომ ადგილობრივმა “”ფიგარომ” აზრი გამოთქვა, რომ კატა მოწყენისგან მოკვდა და არა ასაკისგან.

banner
წინა სტატიაშიFOREIGN BRIEF-მა ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის ამსახველ მასალას გახარიას ფოტო დაურთო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ხვალ რომ კახა კალაძე არ იყოს მერი და იყოს ვინმე სხვა, რომელი მერი გაბედავს, გასცეს სამშენებლო ნებართვა რომელიმე რეკრეაციული სივრცის ან სპორტული მოედნის ხარჯზე?!