საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ განიხილება ვაშინგტონში ემანუელ მაკრონის ვიზიტი ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერთან ერთად

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ განიხილება ვაშინგტონში ემანუელ მაკრონის ვიზიტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი შესაძლოა, უახლოეს პერსპექტივაში შედგეს.

„შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი მაკრონი დაბრუნდეს ვაშინგტონში პრეზიდენტს ზელენსკისა და ინგლისელ კოლეგასთან ერთად. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ძალიან აქტიური მოლაპარაკებების პროცესში, რომელშიც ჩართულია როგორც პრეზიდენტი, ისე მთელი მთავრობა“, – თქვა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

ამასთან, დღეს საღამოს დაგეგმილია ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლა, ხვალ კი ევროკავშირის სამიტი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედვედევი: „რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინისთვის მაქსიმალური დამარცხების მიყენებაა“
შემდეგი სტატიაუოლცი: თუ შევთანხმდებით მოლაპარაკებაზე, ტრამპი დახმარებაზე პაუზის მოხსნას განიხილავს