საფრანგეთის მთავრობამ ტერაქტების განმეორების შემთხევვისთვის ინსტრუქცია გამოაქვეყნა

საფრანგეთის მთავრობამ ტერაქტების განმეორების შემთხვევისთვის ინსტრუქცია გამოაქვეყნა – ამის შესახებ “როიტერსი” წერს. ინსტრუქცია პოსტერების სახით განთავსებულია სხვადასხვა სახალხო ადგილებში.
ქვეყნის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევენ შეძლებისდაგვარად დაიმალონ შემთხვევის ადგილას, ჩააქრონ შუქი ოთახებში, შემოსასვლელი კარები დაბლოკონ და გადაუდებელ სამსახურებს გაუგზავნონ შეტყობინება. იმათ კი, ვინც ვერ გაექცა ტერორისტებს, ურჩევენ, ტელეფონს ხმა და ვიბრაცია გაუთიშონ, რომ ტეორორისტებს თვალში არ მოხვდეთ.
მიმდინარე წელს საფრანგეთი რამდენჯერმე გახდა ტერაქტების მსხვერპლი. უკანასკნელ ტერაქტს 130 ადამიანი ემსხვერპლა და 400-მდე მძიმედ დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: დავით პატარაიამ გადაწყვიტა დაბრუნებოდა აკადემიურ საქმიანობას
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: უშიშროების საბჭოზე განვიხილეთ არსებულ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმები