საფრანგეთის მთავრობა Tor-ს და Wi-Fi-ს აკრძალავს

საფრანგეთის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც ანონიმური ქსელი Tor-ით სარგებლობა აიკრძალება, ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის პერიოდში კი დაიხურება Wi-Fi-ის ქსელები – ამის შესახებ დღეს ფრანგულმა Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია.
დოკუმენტის თანახმად, Tor-ის აკრძალვის აუცილებლობა უკავშირდება იმას, რომ მომხმარებლის პიროვნების დადგენა, რომელიც სერვისზე აწარმოებს მოლაპარაკებას, ძალიან რთულია. საზოგადოებრივი თავისუფალი ინტერნეტით სარგებლობის აკრძალვა საგანგებო სიტუაციის პარიოდში კი უკავშირდება იმას, რომ ბოროტმოქმედებს ვაიფაის მეშვეობით შეუძლიათ ანონიმურ კონტაქტზე იყვნენ.

კანონპროექტი 2016 წელს განიხილება.
მისი საფუძველი პარიზის ნოემბრის ტერაქტების სერია გახდა, რომლის დროსაც დაიღუპა 130 ადამიანი და დაიჭრა 400-მდე.

banner
წინა სტატიაშირელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს