საფრანგეთის მთავრობა ქვეყანაში 250 ტერორისტის დაბრუნების შესახებ ავრცელებს

ანტიტერორისული სამსახურის ხელმძღვანელმა ლოიკ გარნიემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ქვეყანაში 250 ტერორისტი დაბუნდა, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდნენ.
“ისინი მშვენივრად არიან გაწვრთნილი. ისე ისვრიან, რომ არც უმიზნებენ. მათ იციან ასაფეთქებლების და მკვლელების ქამრების დამზადება, მათ შეუძლიათ ავტომობილების დანაღმვა, და ბოლოს, ისინი ბრმად ენდობიან საკუთარ “ემირებს”, რომლებსაც შეუძლათ ბრძანება გასცენ იმის შესახებ, რომ სატვირთოთი ხალხი გაიტანონ, ისე, როგორც ნიცაში” – განაცხადა ჩინოვნიკმა, რომლის აზრითაც ფანატები ყველაფერზე წავლენ “ურწმუნოების” გასანადგურებლად.

ოფიციალრი მონაცემებით, “ისლამურ სახელმწიფოში” საფრანგეთის 700 მოქალაქე იბრძვის.

banner
წინა სტატიაშიმათ, ვინც ინაუგურაციაზე არ მიდის, ტრამპმა ბილეთების დაბრუნება სთხოვა
შემდეგი სტატიააშშ-ში ყველაზე ხანდაზმული გორილა მოკვდა