საფრანგეთის მთავრობა აშშ-დანიის მიერ თვალთვალზე გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების მიერ ევროპელი პოლიტიკოსების თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია. “ეს ძალიან სერიოზულია” – საფრანგეთის მთავრობის მდივანმა ევროპის საკითხებში კლიმან ბონმა “ფრანს ინფოს” ეთერში თქვა. “ეს ძალიან სერიოზულია. გასაკრვევია, ჩვენი ევროკავშირის პარტნიორმა დანიამ სინამდვილეში დაუშვა ამერიკულ სპაცსამსახურებთან შეცდომა თუ არა… გასარკვევია, სინამდვილეში იყო თუ არა მოსმენები, ჯაშუშობა პოლიტიკოსებზე აშშ-ს მხრიდან” – ბონმა განაცხადა. მისი თქმით, თუკი გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, აშშ-სთან შემდეგომ თანამშრომლობაზე დასკვნები უნდა გამოიტანონ.
“მოკავშირეებს შორის ნდობაა საჭირო. ამიტომ ეს პოტენციური ფაქტები – ეს ძალიან სერიოზულია. ის გადასამოწმებელია და ამის საფუძველზე თანამშრომლობის პირობებზე გადასახედი” -მინისტრმა თქვა.

მანამდე გავრცელდა, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით, დანიის წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენებით, ჯაშუშობის მიზნით ინფორმაციის მოსაპოვებლად გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის ჩინოვნიკებს უსმენდა, მათ შორის, ანგელა მერკელს – დანიის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო გამოძიებამ დაადინა, რომელიც აშშ-ს ევროვნული უსაფრთხოების სააგენტოსგან საიდუმლოდ მიმდინარეობდა. მასში ოთხი ჰაკერი და ანალიტიკოსი იყო ჩართული, რომლებიც დანიურ-ამერიკული პროფილური სამსახურების ურთიერთმოქმედების სპეციფიკას სწავლობდნენ. სამუშაო ჯგუფის დასკვნები კვირას, 30 მაისს გამოაქვეყნეს დანიურმა, შვედურმა, ნორვეგიულმა, ფრანგულმა ტელევიზიებმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ფედერაცია 20 ახალ სამხედრო შენაერთს შექმნის ნატოსთვის წინააღმეგობის გასაწევად
შემდეგი სტატიაგახარია: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩაშლის ძირითადი მიზანი იყო უხარისხო ინვესტორი, რომელმაც თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა