საფრანგეთის მოქალაქე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იარაღის არსენალით დააკავეს

მესაზღვრეებმა საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იარაღის არსენალის და ასზე მეტი კილო ასაფეთქებელი ნოვთიერებების გადატანას აპირებდა. როგორც ფრანგული არხი M6 ავრცელებს, მამაკაცი საფრანგეთში ტერაქტების მოწყობაშია ეჭვმიტანილი.
შემთხვევა 21 მაისს მოხდა, თუმცა, ამაზე დღეს, ერთი კვირის შემდეგ გავრცელდა და დღესვე, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა მომხდარი დაადასტურა.
ტელეარხის თქმით, 25 წლის მამაკაცი ადრე არ ყოფილა ნასამართლევი და საფრანგეთის სპეცსამსახურებს მასზე ინფორმაცია არა აქვთ, ამასთანავე, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინაში ყოფნისას, მასზე უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა თვალთვალი განახორციელა საეჭვო მოქმედებების გამო.

banner
წინა სტატიაშიბოევიკებმა ალეპოსა და ხანდრატში საცხოვრებელი უბნები დაცხრილეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის მომავალი სატელევიზიო ეთერის განრიგს ავრცელებს