საფრანგეთის კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი ქალაქ რუანში წუხელ მოხდა. ერთი ვერსიით, ბარ Cuba Libre-ში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და ცეცხლი ტორტზე სანთლების ანთებისას გაჩნდა. მეორე ვერსიით კი, ოფიციანტი, რომელსაც ტორტი მოჰქონდა, წაიქცა და სანთლებიდან ცეცხლი ფარდებს მოედო. ხანძარს 50-მდე ადამიანი, დაახლოებით, 30 წუთი აქრობდა. ცეცხლს 13 ადამიანი ემსხვერპლა – ისინი 18-25 წლის ახალგაზრდები იყვნენ. 6 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის 11 მონაწილე პოლიციაში იკითხება.

banner
წინა სტატიაში(foto) რიოს ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა
შემდეგი სტატიაშსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა