საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში, გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩატარდა

საფრანგეთის პოლიციამ იუსტიციის სამინისტროში გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარდა ხუთშაბათს. საუბარია იუსტიციის მინისტრის ერიკ დიუპონ-მორეტის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის გამოძიებაზე. დიუპონ-მორეტი გასული წლის ზაფხულში დანიშნეს მინისტრად პრეზიდენტ ემალუელ მაკრონის დაჟინებული სურვილით, რამაც ზოგიერთ პროკურორსა და მოსამართლეზე გამაღიზიანებლად იმოქმედა. ისინი თვლიდნენ, რომ ცნობილი ადვოკატის დანიშნვა აბსოლუტურად უადგილო იყო.

რესპუბლიკის სასამართლომ, რომელიც ერთადერთი ფრანგული ორგანოა, რომელსაც მინისტრების წინააღმდეგ შეუძლია საქმე აღძრას, იანვარში დიუპონ-მორეტის მიმართ ინტერეს კონფლიქტის გამო, რომელიც მის წინა სამსახურს უკავშირდება, გამოძიება დაიწყო.

საქმეს წინ უძღოდა საჩივრები, რომელიც სამმა სამაგისტრო კავშირმა და ანტიკორუფციულმა ასოციაციამ “ანტიკორი” შეიტანეს. საუბარია ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისათვის თითქოსდა ინფორმაციის მიწოდებას, რომ მის მიმართ კორუფციის ბრალებით საქმე აღიძრება.

ჯერ კიდევ 2018 წელს ერიკ დიუპონ-მორეტიმ დაიფიცა, რომ ის არასდროს გახდება იუსტიციის მინისტრი, რომ არავის მოუვა თავში “ასეთი აბსურდული იდეა”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ნიდერლანდების ელჩი:ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ