საფრანგეთის ინფორმაციით, დაჭრილი უკრაინელებისა და კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პოლონეთიდან პირველი საევაკუაციო ფრენა განხორციელდა

საფრანგეთის მხარემ განაცხადა, რომ დაჭრილი უკრაინელებისა და კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პოლონეთიდან, პირველი საევაკუაციო ფრენა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევაკუაციის საშუალებით ომში დაჭრილი შვიდი უკრაინელის, პლუს სამი კიბოთი დაავადებული უკრაინელი ბავშვისა და მათი მომვლელების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტები საფრანგეთის ხარჯებით, ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოებში იმკურნალებენ.

“საფრანგეთი უკრაინისა და რუსეთის აგრესიის შედეგებით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ერთგული რჩება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გუშინ, გერმანიამ ასევე დაიწყო საკუთარ ქვეყანაში მკურნალობის მიზნით, ომში დაჭრილი უკრაინელების სპეციალური თვითმფრინავით ევაკუაცია.

banner
წინა სტატიაშიმოუთმენლად ველოდი გამართლებას – სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა – ჯიშკარიანი
შემდეგი სტატიაგანცხადებებით, რომლებიც ხშირად გამოხტომებს ემსგავსება, გაცილებით უფრო ართულებენ მდგომარეობას – არ შეიძლება კრამონმა შენიშვნა გამოთქვას, მოითხოვოს უპირობოდ შესრულება და ქედმოხრილი იყოს მის წინაშე ხელისუფლება – ვოლსკი