68 მომხრე 28 წინააღმდეგი- საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ “ოცნების” წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა.
ასამბლეა მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ქართველი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე.
,,ასამბლეა ითხოვს, რომ ეს სანქციები მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას, რათა მოხდეს რეაგირება დემოკრატიული პრინციპების ხელყოფასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე;
მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გადახედონ საქართველოსთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას და შეაჩერონ ნებისმიერი საბიუჯეტო მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს ხელისუფლებას, მანამ, სანამ აღნიშნული კანონი არ იქნება გაუქმებული და რეპრესიები არ შეწყდება;
გამოთქვამს სურვილს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაზე,” -წერია რეზოლუციაში















