საფრანგეთის ელჩმა “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კორპუსი დაათვალიერა

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კორპუსს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესტუმრა, რომელსაც “ევროპის უნივერსიტეტის” დამფუძნებელმა ლაშა კანდელაკიშვილმა და “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა მედიცინის ფაკულტეტის მიმართულებით, ფრანგი პროფესორების ჩართულობით.

მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ელჩს სტომატოლოგიისა და მედიცინის პროგრამების სტუდენტების სასწავლო გარემო, სიმულაციური ცენტრი და ლაბორატორიები დაათვალიერეს.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს განათლების ინტენაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომელიც ფაკულტეტზე არსებობს. ასევე განიხილეს საფრანგეთთან სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები სწავლების, კლინიკური პრაქტიკისა და კვლევების მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი: ყველა მხარემ მოლაპარაკების დასრულებამდე თავი უნდა შეიკავოს წინასწარ გადაწყვეტილების მიღებისაგან
შემდეგი სტატიაბობოხიძე: მიმტაცებელ პარტიასაც მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ქართული ოპოზიცია პარლამენტში არ შევა