საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე

საფრანგეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს გამოთქმული თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. საფრანგეთის ელჩი რენო სალინსი საქართველოს ხელისუფლებას საელჩოს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას სთხოვს. ამის შესახებ სატელეფონო საუბარი უკვე შედგა ელჩსა და პრემიერ მინისტრს შორის.

ეს არის ევროპაში განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე, ეს არის თავდასხმა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ქართველებს ეს ძალიან კარგად ესმით და მადლობა ამ სოლიდარობისთვის, თქვენი თანადგომისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვგრძნობთ, რამდენად ძლიერი მეგობრები გვყავს”, – განაცხადა რენო სალინსმა.

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიის სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ საქართველოს მოქალაქეებზე
შემდეგი სტატიაISIS: სიმშვიდეში ვერ იცხოვრებთ, თქვენ მაშინაც კი შეგეშინდებათ, როცა ბაზარში წახვალთ