“საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს”

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

​საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ნ.ქ. გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ხუთი თვის წინ დააკავეს და სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. დედის თქმით, შვილს ტელეფონით ხშირად ესაუბრებოდა და მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემები, რომლის გამოც თავს მოიკლავდა. დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და ციხის ადმინისტრაციისგან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაში“ყველა საქმე,რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, არის მიმართული კონკრეტული სოციალური ამოცანის შესასრულებლად”
შემდეგი სტატიაევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენეს