15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

საფრანგეთის ასამბლეამ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას მხარი დაუჭირა და ახალი კანონპროექტი დაამტკიცა.

ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტი ორშაბათს წარადგინეს და მას 116-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ასამბლეამ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ონლაინ ბულინგისა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მზარდი რისკებისგან გამომდინარე შეშფოთებიდან მიიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალური მედია ახალგაზრდებში ძალადობის ერთ-ერთ დამნაშავე ფაქტორა მოიხსენია და საფრანგეთს მოუწოდა, ავსტრალიისთვის მიებაძათ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 16 წელს ქვემოთ მყოფი მოზარდებისთვის სოციალურ მედია პლატფორმებზე (Facebook, Snapchat, Tik-tok, Youtube) წვდომა შეზღუდა.

banner
წინა სტატიაშიანდრეი სიბიგა: ზელენსკი მზადაა პუტინს შეხვდეს
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა