საფრანგეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ – “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, “ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა – 168 მანდატით, ხოლო რაც შეეხება მარინ ლე პენის “ეროვნულ გაერთიანებას” – ის მესამე ადგილზეა, 143 მანდატით.

ეროვნულ ასამბლეაში “რესპუბლიკელებმა” 45 მანდატი მოიპოვეს, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა ერთად – 39 მანდატი. ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობა, 289 მანდატი ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ მოიპოვა.

პირველ ადგილზე გასული მემარცხენე კოალიციის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა არჩევნების შედეგებს “შვება” უწოდა ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ამასთან, მან უარყო ემანუელ მაკრონთან ერთად კოალიციის შექმნის შესაძლებლობა და პრეზიდენტს მოუწოდა, “ახალ სახალხო ფრონტს” მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება დაავალოს.

არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა თქვა, რომ თანამდებობის შესახებ განაცხადებს.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. შუადღის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ელექტორატის 26%-ზე მეტს ჰქონდა დაფიქსირებული, რაც 1981 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ორტურიანი ვადამდელი არჩევნები ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ეროვნულმა გაერთიანებამ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

banner
წინა სტატიაშიმოკლეს! რატომ, რისთვის?- იზა ომაძე “მომავლის ბიჭის” ვიდეომასალას აქვეყნებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი – პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი იყო ვარშავაში