საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს – Milan-ს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს – Caesar-ს მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.

“[უკრაინას] მნიშვნელოვან აღჭურვილობას კვლავ ვაწვდით, მათ შორის Milan-ს და Caesar-ს. ვფიქრობ, ეს უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ომში არ უნდა ჩავერთოთ”, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა არ დააკონკრეტა მიწოდების ზუსტი მოცულობა.

Ouest-France-ის ცნობით კი, უკრაინისთვის გასაგზავნად საფრანგეთის თავდაცვის მარაგიდან 12 ასეთი დანადგარი იქნება გამოყენებული.

აღნიშნულ დანადგარს 40კმ-ის მანძილზე 155 მმ-იანი ჭურვების გაშვება წუთში ექვსიდან რვა გასროლის სიჩქარით შეუძლია.

„უკრაინასკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინისთვის Milan-ის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე ზოგიერთმა ფრანგი პოლიტიკოსი აქამდეც საუბრობდა, მაგრამ Caesar-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიწოდების შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ ახლა გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიჯონსონი რეალისტურ შესაძლებლობას უწოდებს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელია, აცდენილია საქართველოს კონსტიტუციას, მათი ქმედება არის დამყარებული პროვოკაციაზე – ქადაგიშვილი