საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. როგორც ცნობილია, საფრანგეთი ამ დახმარებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ხარჯზე გადაიხდის.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებსა და AASM ავიაბომბებს Mirage 2000-ს ტიპის გამანადგურებლებისთვის.

გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC მსუბუქი ტანკებისა და VAB ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას.

ასევე, ქვეყანა გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას როგორც უკრაინის, ისე საკუთარი სამხედროების მხარდასაჭერად.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ქადაგებს დეკანოზ გიორგი ტატურაშვილის ბიზნეს თაღლითობებზე
შემდეგი სტატიავენსი: თუ თქვენ 3 წლის ბავშვს აედევნებით პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, იცოდეთ, რომ ნაგავი ხართ