საფრანგეთმა სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ატომური საბრძოლო გემი გააგზავნა

საფრანგეთი ტერორისტების წინააღმდეგ ბაქტერიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

საფრანგეთმა სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ატომური საბრძოლო გემი გააგზავნადღეს, საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ისინი ვინც საფრანგეთში ახალი ტერაქტები მოაწყო, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებას აპირებენ საფრანგეთის ქალაქებში.

ვალსმა განაცხადა, რომ “ტერორისტების ფანტაზიას საზღვარი არა აქვს”, ამიტომ აუცილებელია ყველა შესაძლო ვარიანტისთვის მზად იყვნენ.
როგორც საფრანგეთის პრემიერმა აღნიშნა, პირველ რიგში საუბარია იმ საშიშროებებზე, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან მოდის.
დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის სამი თვით გაგრძელებას უყრეს კენჭი, რომელიც 14 ნოემბრის შემდეგ იქნა შემოღებული საფრანგეთში.

საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთმა უკვე გააგზავნა ევროპაში უდიდესი საბრძოლო ხომალდი ატომური იარაღით ისლამურ სახელმწიფოსთან ინტენსიურად საბრძოლველად. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

გასულ პარასკევს აფეთქებების სერიას 129 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 400-მე მძიმედ დაიჭრა. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

 

წყარო:

banner
წინა სტატიაში“ტერორისტების” ქართულმა ვიდეომ სოციალური ქსელები ააფეთქა
შემდეგი სტატიარუსული ინტრიგები საქართველო-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ურთიერთობაში