საფრანგეთის საგარეო უწყებამ გაეროში საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვა სირიის კონფიქტში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ გაავრცელა – წერს Reuters-ი.
“დღეს დილით ახალ ქიმიური შეტევა მოხდა იდლიბში. უკვე პირველივე ინფორმაციით გახდა ნათელი, რომ დაშავებულები ძალიან ბევრნი არიან, მათ შორის ბავშვები. მე განვკიცხავ ამ აღმაშფოთებელ მოქმედებას” – განაცხადა მინისტრმა. მან გაეროს უშიშროების საბჭოს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდა.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, რომ მინიმუმ 58-მდე გაიზარდა გაზის მოწამვლით დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ – Reuters-მა გაავრცელა. Al Arabiya-ს ცნობით კი, საუბარია 100 გარდაცვლილზე და 400 დაშავებულზე.
სირიელ აქტივისტებს ეჭვი აქვთ, რომ სირიის არმია ან რუსული ავიაცია ქიმიურ იარაღს იყენებს – ავიადარტყმების შემდეგ ბევრ ადამიანს სულის ხუთვა დაემართა, ასევე, ადგილობრივმა ოპოზიციურმა ქსელმა ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, გაიგუდნენ.
სირიის მთავრობამ ადრე არა ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.