საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორის ნუგზარ სულაშვილის მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს

საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორის ნუგზარ სულაშვილის მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს

“ბატონო პრეზიდენტო

თქვენ რამდენიმე დღის წინ, ხელზე ამბორით შეხვდით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია. ამ ქალბატონის ხელით გაკეთებულ ხელმოწერას შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა და როგორც თანამედროვე რეფორმატორმა მსოფლიოს ლიდერთა შორის დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი.
დღეს მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკური შურისძიების მიზნით, ფიზიკურად ანადგურებენ ის ადამიანები, რომელთა შორის, საფრანგეთის ყოფილი მოქალაქე და ელჩი საქართველოში, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულით დაჯილდოვებული, საქართველოს არაფორმალური მმართველი – ბიძინა ივანიშვილია.
ჩვენს ქვეყნებს შორის თანამეგობრობა საუკუნეებს ითვლის. 1121 წელს, ფრანგი რაინდების მონაწილეობითა და თავდადებით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ, დიდგორის ბრძოლა მოვიგეთ.
დიახ, დღეს ისევ “დიდგორია”, მაგრამ თურქ-სელჩუკთა ლაშქარი კი არა, ვლადიმერ პუტინის ლაშქარი გვებრძვის, რომელსაც არ სურს საქართველოს ინტეგრირება ევროპის ერთიან ოჯახში.
ბატონო პრეზიდენტო, 1989 წელს, რუსეთის იმპერიის რღვევა ჩემი ქვეყნიდან დაიწყო და დაუშვებელია, 32 წლის შემდეგ, იგივე იმპერიამ აღდგენა დაიწყოს იქიდან, სადაც დაინგრა.
ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს დამარცხება. მასთან ერთად დამარცხდება მთელი ევროპა და ცივილური სამყარო.
ბატონო პრეზიდენტო მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი დიდი ავტორიტეტი და დაეხმაროთ ქართველ ერს, რათა არ მისცეთ უფლება დესტრუქციულ ძალებს, მათი უფსკრულში გადაჩეხის.

პატივისცემით
საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი
ნუგზარ სულაშვილი.”

banner
წინა სტატიაშიგადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ! – ელენე ხოშტარია მედიკამრტოზურ მკურნალობას აჩერებს
შემდეგი სტატიააშშ-დან საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები