საფრანგეთი საგანგებო რეჟიმის გასაგრძელებლად კონსტიტუციის შეცვლაზე ფიქრობს

საფრანგეთის მთავრობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აპირებს იმისათვის, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შენარჩუნება შეძლოს მომდევნო 6 თვის მანძილზე – ამის შესახებ yahoo news წერს.

მთავრობა მინისტრთა სხდომაზე კანონპროექტის გატანას აპირებს, რომელიც 23 დეკემბერს გაიმართება. მოქმედი კანონმდებლობით, საგანგებო მდგომარეობის შემოღება მაქსიმუმ 3 თვით არის შესაძლებელი.

საფრანგეთში საგანგებო სიტუაცია ფრანსუა ოლანდმა ცნობილი ტერაქტების შემდეგ 16 ნოემებერს შემოიღო, რამდენიმე დღეში კი ის ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ
შემდეგი სტატია,,შეიძლება ვიღაც მიჩვეულია, მანქანა გარედან მართოს, მაგრამ არსებობს სტანდარტი”