16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

საფრანგეთი “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნას ვაიმარის სამკუთხედის განცხადებით ეხმაურება

საფრანგეთი, რომელიც ეუთოს 24 წევრის მოწოდებას არ შეერთებია, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას ვაიმარის სამკუთხედის განცხადებით ეხმაურება:

“მომხსენებელმა პატრიცია გჟებიკმა გუშინ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს წარუდგინა დამოუკიდებელი ანგარიში დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ („ეუთოს მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში). თავისი მოკვლევის პროცესში საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის აღიარების პარალელურად, მან მოუწოდა მთავრობას, დაუბრუნდეს ეუთოს ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.
ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა სინანული გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების კიდევ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია. მათ კვლავ დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს საფრანგეთის მისია ეუთოში X-ზე.

გუშინ ეუთოს 24 წევრი ქვეყნის ერთობლივ განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს დემოკრატიული უკან დახევის კურსი და სრულად განახორციელოს ეუთოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები”

banner
წინა სტატიაშიტაბახმელაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია“ვერავინ მოგვკვეთს მსოფლიო ჩემპიონატიდან”: ირანის საფეხბურთო ნაკრები