საფრანგეთი მომდევნო თვეებში ტერორისტული საფრთხის შესახებ პრეფექტებს აფრთხილებს

საფრანგეთის შს სამინისტრომ მომდევნო თვეების განმავლობაში შესაძლო მომატებული ტერორისტული თავდასხმის შესახებ პრეფექტები გააფრთხილა -Le Figaro წერს.

ამის საფუძველი ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდას” მიერ 15 ივლისს გავრცელებული ვიდეო იყო, სადაც საფრანგეთს და მუჰამედის კარიკატურას ისევ იხსენებენ.

სამინისტრო ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებსა და ჟანდარმერიას “უსაფრთხოების შესაბამისი ზომების” მიღებისკენ მოუწოდებს იმისათვის, რომ 2021 წლის ივლის-აგვისტოში ტერაქტები აიცილონ თავიდან. ჩანაწერში ახსნილია, რომ “ალ-ქაიდას” მიერ გასაჯაროვებული ვიდეო საფრანგეთში, შესაძლებელია ფართოდ გავრცელდეს. ვიდეოში საფრანგეთს “ისლამის მტერ-ქვეყანას” უწოდებენ და იხსენებენ მუჰამედის კარიკატურას, ასევე, მაკრონის გამოსვლას “ისლამურ სეპარატიზმზე” და კანონპროექტს, რომელიც მას მოყვა.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება მედიის ყურადღება, რომელსაც 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის გამო სასამართლო პროცესისადმი ინტერესი გამოიწვევს .

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საფრანგეთში ორი დიდი ტერაქტი მოხდა, რომელიც რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს. პირველი იყო მასწავლებლის მკვლელობა, რომელმაც გაკვეთილზე მუჰამედის კარიკატურა აჩვენა და ნიცაში თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს მომხდარ პოლიციელის მკვლელობასაც, რომელიც პარიზთან ახლოს მოხდა, სამართალდამცველები ტერაქტად მიიჩნევენ.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმის შედეგად ხობის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას ექნებათ ჩვენი საერთო მხარდაჭერა