საფრანგეთი “მოდერნას” წარმოებას დაიწყებს

ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ნებართვით საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყება. კომპანია, რომელიც ამერიკული “მოდერნას” წარმოებას დაიწყებს, მდებარეობს მონის მუნიციპალიტეტში და მზა პროდუქტებს აწარმოებს.
ელოდებიან, რომ ეს ნაბიჯები დამატებით 1-დან 2 მილიონ მზა ვაქცინის წარმოების საშუალებას მისცემს “მოდერნას” ევროპული ბაზრისთვის.
შეგახსენებთ, რომ ევროპის წამლების სააგენტომ დაადასტურა, რომ “მოდერნა”, ისევე, როგორც “ფაიზერი”, შესაძლებელია მოზარდებშიც იქნეს გამოყენებული.

banner
წინა სტატიაშივეტმფრენი, სროლა – “ფრონტექსმა” კონტრაბანდისტების დაკავების ვიდეო გამოაქვეყნა (video)
შემდეგი სტატიაბაიდენი და პუტინი ერთობლივ კონფერენციას არ გეგმავენ