8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

საფრანგეთი მასშტაბური არეულობებისთვის ემზადება — ქუჩებში 70 000 სამართალდამცველი გავა

საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი არეულობების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქუჩებში 70 000 სამართალდამცველი განლაგდება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, სოციალურ ქსელებში ულტრამემარცხენე ჯგუფების მოწოდებები ვრცელდება, რომლებიც საჯარო შენობების წინააღმდეგ მოქმედებებსა და ახალი არეულობების პროვოცირებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მშვიდობიან პროტესტზე. მზად ვართ, ხვალ უკიდურესად მკაცრი ზომები მივიღოთ“, — განაცხადა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ მოვლენებზე უკვე ათასობით ადამიანია დაკავებული. ხელისუფლება შაბათ-კვირას არეულობების ახალი ტალღის დაწყებას ელოდება და უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ — ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება