საფრანგეთი მამლების გაზით მოწამვლით განადგურებას აკრძალავს

საფრანგეთი მომავალი წლიდან მამალი წიწილების გაზით განადგურების პრაქტიკას აკრძალავს – კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟულიენ დენორმანდმა განაცხადა. ფრინველების ამ ფორმით განადგურებას ცხოველთა დაცვის ჯგუფები ბარბარიზმს უწოდებს. ამ მეთოდით ყოველ წელს ქვეყანაში დაახლოებით 50 მილიონი მამალი-წიწილა ნადგურდება და ტოვებენ მხოლოდ ქათმებს, რომელთაც კვერცხი უნდა დადონ.

“საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა გერმანიასთან ერთად, რომლმაც შეწყვიტა მამლი წიწილების გაზით მოწამვლა” – თქვა მინისტრმა. მისი ახსნით, ორივე ქვეყანა შეეცდება ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები დაიყოლიოს იგივე პრაქტიკისკენ სხდომაზე, რომელიც დღეს, 19 ივლისს შედგება.

2022 წლიდან საფრანგეთში ფაბრიკები ვალდებული იქნებიან შეიძინოს სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც მათ წიწილების გამოჩეკვამდე სქესის გაგებაში დაეხმარება. სავარაუდოდ, ეს ზომა ექვსკვერცხიანი ყუთის ღირებულებას ერთი ევროცენტით გააძვირებს. საფრანგეთი ამ სიახლისთვის 10 მილიონი ევროს სუფსიდიას გამოყოფს.
მინისტრის თქმით, ასევე, 2022 წლიდან გოჭების კასტრირებაც აიკრძალება.

banner
წინა სტატიაშიმიშელი: სასამართლო რეფორმა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების წინაპირობაა
შემდეგი სტატიაიერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის ახალი შეტაკება მოხდა