საფრანგეთი ლგბტ თემის შესახებ მიღებული კანონის გამო უნგრეთისთვის სანქციების დაწესებას ელოდება

საფრანგეთის ევროპის საკითხების მინისტრმა კლემენ ბონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უნგრეთის წინააღმდეგ სანქციებს ელოდება კანონის გამო, რომელიც უნგრეთმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო.
ბონმა, ასევე, განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას და ამით პრეზიდენტ ემალუელ მაკრონის სიტყვები დაადასტურა.

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის პრემიერ მინისტრს ვიქტორ ორბანს შენიშვნა მისცეს “”ლგბტ პროპაგანდის”
შესახებ კანონის გამო. მათ ბუდაპეშტზე ზეწოლის მოხდენა უნდოდათ.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვის წინადადება წამოაყენა.

საუბარია კანონზე, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო და რომელიც სკოლებში არასრულწლოვნებისთვის ლგბტ თემისა და სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კანონს “სამარცხვინო” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის რესპუბლიკური ხვალიდან მუშაობას გააგრძელებს
შემდეგი სტატიარუსეთმა გერმანიის საბანკო სისტემაზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა