საფრანგეთი ირანის სარაკეტო პროგრამით შეშფოთებულია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა, ირანის დედაქალაქ თეირანში წასვლის წინადღით, წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტის პროგრამა შეშფოთების წყაროდ ითვლება როგორც საფრანგეთის, ისე მისი მოკავშირეებისთვისაც.
,,საფრანგეთი გააგრძელებს ირანის ბირთვული პროგრამის რეზოლუციისადმი ნდობით მიდგომას და ირანმაც უნდა გააგრძელოს შეთანხმებასთან დაკავშირებით ვალდებულების შესრულება,, განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის დრიანის განცხადებით, ირანის ბალისტიკური რაკეტის პროგრამა არ შეესაბამება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 2231 მუხლს და რეგიონში წარმოადგენს სტაბილურობის დამრღვევ ფაქტორს.
საფრანგეთის მინისტრი, ირანში ვიზიტის დროს დღის წესრიგში დააყენებს სირიის ჰუმანიტარულ საკითხს, იემენის, ლიბანის, ერაყის და ირანის ჩათვლით რეგიონულ საკითხებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯევად ზარიფს.

banner
წინა სტატიაშიბერლუსკონი: ჩემს გარშემო არც ისე ბევრი გენიოსია
შემდეგი სტატიარუსები თურქეთში ბირთვული რეაქტორის მშენებლობას იწყებენ