საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც მაკრონი სოციალურ ქსელში წერს, ოპერაციას „არქტიკის გამძლეობა“ ეწოდება და პირველი ფრანგული დანაყოფები უკვე გზაში არიან.
„დანიის თხოვნით გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი მონაწილეობას მიიღებს დანიის მიერ გრენლანდიაში ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში, ოპერაცია „არქტიკული გამძლეობაში“. პირველი ფრანგული სამხედრო ელემენტები უკვე გზაშია. მას სხვებიც მიჰყვებიან“, – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, დანიის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ, მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „გეოპოლიტიკური დაძაბულობა არქტიკაშიც გავრცელდა“.

















