საფრანგეთი: გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყნები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გაართიანოს

საფრანგეთი: გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყნები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გაართიანოს

ფ3საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისათვის, რომ შეკრიბოს ყველა ქვეყანა, რომელსაც რაიმე სახით მაინც შეუძლია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლოს სირიასა და ერაყში.
ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ისლამური სახელმწიფოს მიერ პარიზის ტერაქტების და რუსული თვითმფრინავის A321-ის ჩამოგდების შემდეგ.
გუშინ საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს პროექტის რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მოუწედებს “გააორმაგონ და კოორდინირება გაუწიონ ძალისხმევას ტერაქტების აღკვეთის შესახებ”, რომელსაც ისლამური სახელმწიფო უწევს ორგანიზებას.
რაღაც გაგებით, ფრანგული დოკუმენტი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ დოკუმენტს კონკურენციას უწევს, რომელიც ერთი დღით ადრე შეიტანა რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში.
რუსულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედება ბაშარ ასადთან ერთად. ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ვეტოს უფლების სარგებლობენ, რუსული დოკუმენტის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ფ2
“როიტერის” თქმით, რომელიც დიპლომატიური წრეების აზრს ეყრდნობა, ფრანგული პროექტის ავტორებმა ნიმუშად გამოიყენეს რეზოლუცია, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტრაგედიის შემდეგ იქნა შემუშავებული.
ბრიტანელი დიპლომატები მზად არიან საკითხის განსახილველად.

ფ4

გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის თქმით, საფრანგეთის მიერ შემოთანაზებული პროექტი მისაღებია რუსეთისთვის.
გაეროში ბრიატნეთის მუდმივი წარმომადგენლის მეთიუ რაიკროფტის აზრით, რომელიც ნოემბრის თვიდან წარმოადგენს უშიშროების საბჭოს, დოკუმენტში მთელი ყურადღება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას აქვს დათმობილი, ამიტომ მასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გაეროში ერთიანი აზრი იქნება. “რაც შეეხება რუსულ პროექტს, იქ ისეთ საკითხებზეა საუბარი, რაზეც საბჭოს წევრებს ერთიანი აზრი არა აქვთ, ამიტომ, ვთვლი, რომ ამ დოკუმენტს განსაკუთრებული პერსპექტივები არ ექნება” – განაცხადა რაიკროფტმა.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო ბრიფინგი გაიმართა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ცენტრალურ ოფისში
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: პრეზიდენტმა პარალელური სამყარო შეიქმნა