15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საფრანგეთი ევროპაში უნგრეთის გამარჯვებას მიესალმება

ახლახან ვესაუბრე პიტერ მადიარს, რათა მისთვის უნგრეთში გამარჯვება მიმელოცა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საფრანგეთი ევროპაში უნგრეთის გამარჯვებას მიესალმება.

„საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას და ევროპაში უნგრეთის გამარჯვებას. მოდით, წინ წავწიოთ უფრო სუვერენული ევროპა, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ჩვენი დემოკრატიისთვის“, – წერს მაკრონი.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს.

ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და „ტისას“ გამარჯვება მიულოცა.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – უნგრეთმა ევროპა აირჩია
შემდეგი სტატიაჯინ შაჰინი – უნგრელმა ხალხმა გააგზავნა ხმამაღალი შეტყობინება დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი მათი ერთგულების შესახებ