საფრანგეთი აშშ-ს ახალ თავისუფლების ქანდაკებას გაუგზავნის

საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების აღსანიშნავად – “პოლიტიკო” წერს.
ქანდაკება ნიუ-იორკში 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. ის მის უფროს დაზე ნაკლები ზომის არის – 2,83 მეტრი სიმაღლის.
თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ახლა არის ნიუ-იორკში, აშშ-ს დამოუკიდებლობის პირველი საუკუნის აღსანიშნავად საფრანგეთის საჩუქარია. “ჩვენ გვსურს ეს ფრანგულ-ამერიკული კავშირები” აღვადგინოთ – აშშ-ში საფრანგეთის ელჩმა ფილიპ ეტენმა თქვა.

ახალი თავისუფლების ქანდაკების იდეა 2019 წელს გაჩნდა და მაშინ მისი მიზანი იყო აშშ-სთვის იმის ჩვენება, რომ “საფრანგეთმა მეგობრობრული განწყობა შეინარჩინა”. თუმცა, პროექტი პანდემიის გამო გადაიდო.
ქანდაკებას ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციის ბაღში განათავსებენ, სადაც ის ათი წელი დარჩება.

banner
წინა სტატიაშივარლამ გოლეთიანი შს მინისტრის განცხადებაზე – ამის მიზანია, აქ მომსვლელი ადამიანები შეაშინონ, რომ წყალს დაასხამენ და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ
შემდეგი სტატიაელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?!