საფოსტო მარკა მარო მაყაშვილის გამოსახულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს საფოსტო მარკის ესკიზი დაამტკიცა, რომელზეც საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი იქნება გამოსახული.

უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გავა საფოსტო მარკა პირველი საქართველოს ეროვნული გმირი-ქალის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

მარო მაყაშვილი საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისთან ახლოს, 1921 წლის თებერვალში დაიღუპა. მას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
შემდეგი სტატიაEMC: სანაიაზე ძალადობა ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია