საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალთან (Tbilisi Piano Fest) დაკავშირებით, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელისა და ორბელიანის ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 17 ივნისის 07:00 საათიდან 20 ივნისის 03:00 საათამდე იმოქმედებს.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მშრალი ხიდის მიმართულებით, ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით შეეძლებათ.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებები ორბელიანის ქუჩამდე გადაადგილდებიან და შემდეგ, მტკვრის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები უკვე კიევში იმყოფებიან (video)
შემდეგი სტატია20 ივნისიდან, ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება