საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის 170 დანაშაული გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

როგორც საგამოძიები უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ სისხლის სამართლის 170 დანაშაული გამოვლინდა. კერძოდ:

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) – 59 ფაქტი, ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი, ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) – 4 ფაქტი, ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი, ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, შსს-ს ინფორმაციით, მსგავსი 1 357 ფაქტი დაფიქსირდა.

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) – 50 ფაქტი, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) – 31 ფაქტი, ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი.

„საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.

სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ძლიერი და პრინციპული ადამიანები არიან