საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს.

რეკომენდაციები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს ეხებოდა.

ჯგუფის ხელმძღვანელის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით გაცემულია 7 რეკომენდაცია.

„აუდიტმა მოიცვა ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმდა 2017 წლამდე, ასევე 2017-2018 წლებში და რომელთა შესრულებაც მიმდინარეობდა აუდიტის პერიოდში“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეკომენდაციები სამი მიმართულებით გაიცა. მათ შორის, კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშთან მიმართებით კი გაიცა 9 რეკომენდაცია.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების მექანიზმები, პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებზე საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკონომიკურ ხარჯვა, ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებზე გეოგრაფიული და ინფორმაციული ხელმისაწვდომობა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომები საჯაროა და საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ამ პროცესს.

banner
წინა სტატიაში“ჰამასის” დელეგაცია მოსკოვში “მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის” ჩავიდა – მედია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე გახარიას ინიციატივაზე – მზად ვართ, ყველასთან დავსხდეთ, მოღალატეების, იმ ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების გარდა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ