საფინანსო კომპანია “საქართველოს” მიერ დაზარალებულები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ

საფინანსო კომპანია “საქართველოს“ მიერ დაზარალებულები თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საპარლამენტო ჯგუფის დასკვნას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპარლამენტო ჯგუფმა, რომელიც 4 დეპუტატისგან შედგებოდა და საფინანსო კომპანია “საქართველოს“ მიერ დაზარალებულების საკითხზე მუშაობდა, დადო დასკვნა, რომელიც რეალურად არაფრის მომცემია.

„ამ დასკვნაში საერთოდ არ არის საუბარი ეროვნული ბანკის ბრალეულობაზე, რომელმაც ვერ დაიცვა მეანაბრეები. ასევე, ამ დასკვნაში არ არის საუბარი სამართალდამცველი უწყებების არაეფექტურ საგამოძიებო სამუშაოებზე, არ არის მითითებული შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიმართ, რომ ანაზღაურდეს ჩვენი ზარალი. დასკვნაში მხოლოდ საუბარია რეკომენდაციებზე, რომ ან უნდა მოხდეს საფინანსო კომპანია “საქართველოს” რეაბილიტაცია ან დარჩენილი აქტივების რეალიზაცია, რაც სრულიად ალოგიკურია იქედან გამომდინარე, რომ ნარჩენი აქტივების ღირებულება შეადგენს მხოლოდ მილიონ ლარს, მაშინ როცა ზარალი 70 მილიონზე მეტია. იმ კომპანიის რეაბილიტაცია, რომელიც სრულიად ჩამოშლილია, ვფიქრობთ, რომ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ვაპროტესტებთ ამ სამუშაო ჯგუფის დასკვნას და ვფიქრობთ, რომ ის არაფერ შედეგს არ მოიტანს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა ავღანეთში – მსხვერპლი 50-ს აჭარბებს
შემდეგი სტატიახელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს