საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. ვაკანსია კი 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო.

„საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაასრულდა. საბჭოს შესარჩევი კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და აპლიკაციებს განიხილავს. საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული ვაკანსია 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო, როგორც საქართველოდან, ისე – უცხოეთიდან,“ – განმარტავენ სააგენტოში.

ცნობისთვის, საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, რის შემდეგაც დამტკიცდება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. საინვესტიციო საბჭოს სამი წევრი აირჩევა ხუთი წლის ვადით, ხოლო ორი წევრის ვადა კი სამ წელს შეადგენს. ასევე პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება.

საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრები არიან: აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ქობულია, ივანე მაჭავარიანი, დავით სერგეენკო, ზურაბ ლალაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო ფონდში 175 მილიონ ლარზე მეტია აკუმულირებული.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
შემდეგი სტატიაელექტრომობილების მფლობელებმა ბათუმის ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს