საპენსიო რეფორმა სექტემბარმდე ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საპენსიო რეფორმა, სავარაუდოდ, სექტემბერში ამოქმედდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“შარშან შემოდგომაზე დასრულდა ძირითადი მონახაზი საპენსიო რეფორმის. განისაზღვრა მისი დაწყების ვადაც, ეს არის 2017 წლის სექტემბერი. რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ეს ვადა ძალაშია. საჭირო იქნება კანონში ცვლილებები. ვფიქრობ, სექტემბრამდე საკმარისი დრო იქნება, რომ ყველა დეტალი იყოს გავლილი და მჯერა, რომ რეფორმა დათქმულ ვადაში ამოქმედდება”,- განაცხადა სერგეენკომ.

საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ორ-ორ პროცენტიან შენატანებს გააკეთებენ. კონცეფცია ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული – სისტემაში მხოლოდ მსურველები გაწევრიანდებიან და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ. არ გაუქმდება და ისევ იარსებებს დღეს არსებული სოციალური პენსიის მოდელი, რომელიც ყველა პენსიონერზე გავრცელდება.

რეფორმის შემდეგ დასაქმებული, რომელიც მიიღებს მონაწილეობას და შენატანის სახით განახორიელებს 2%-იან კონტრიბუციას საპენსიო ფონდში, დამსაქმებლიც და სახელმწიფოც დამატებით განახორციელებენ ორ-ორ პროცენტიან შენატანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყოველთვიური გადარიცხული თანახა საპენსიო ფონდში შეადგენს 6%-ს. შემდეგ მოხდება ამ თანხის ინვესტირება სხვადასხვა აქტივებში და მოგების სახით დაემატება პენსიონერს.

სისტემაში ჩართულ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში 2%-ზე მეტი შენატანის შესაძლებლობაც ექნება.

banner
წინა სტატიაში“ენმ” საგარეო უწყებას სერგეი ლავროვის საპასუხო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა