საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო არჩილ ტატუნაშვლის სამძიმარზე მივიდა

დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია, ფეხბურთელები და გულშემატკივრები არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე მივიდნენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა საქართველოში უსინათლო პირებისთვის ბანკომატების ადაპტირება განახორციელა
შემდეგი სტატიათბილისი – სენაკის ავტომაგისტრალზე ავტოავარია მოხდა