საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ FIFA-მ ახალი ფინანსური სანქციები დაუწესა

ახალი ფინანსური სანქციები საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“- ნახევარი მილიონის ლარის დავალიანების მქონე კლუბს, დამატებითი ჯარიმა FIFA-მ დაუწესა.

როგორც ირკვევა, ისედაც საკმაო ფინანსური პრობლემების მქონე „გურიას“, ერთ-ერთი ბრაზილიური კლუბის სასარგებლოდ 40 ათას 500 ევროს, ხოლო უშუალოდ FIFA-​სთვის ხუთი ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს.

საქმე 2016 წელს ლანჩხუთურ კლუბში მოთამაშე ბრაზილიელ ლეგიონერს ეხება, რომლის აღმზრდელმა კლუბმაც FIFA-ს საჩივრით მიმართა და „გურიასგან“ საფეხბურთო წესდების დარღვევის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოითხოვა.

 

banner
წინა სტატიაშიელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებითი დამატებითი რეისები ინიშნება
შემდეგი სტატიაბავარი-ლენტეხის გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა