საფეხბურთო ბოიკოტების ისტორია-ბრიტანელები რუსეთში არ გაემგზავრებიან

დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ  ბრიტანეთის ოფიციალური პირები და სამეფო ოჯახის წევრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებენ და რუსეთში არ გაემგზავრებიან. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელსაც ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ განახორციელებს ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევა ლონდონთან ახლოს ჰქონდა ადგილი რამდენიმე დღის წინ. ორივე დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში.
რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადების იდეა ბრიტანულ მედიაში მაშინათვე გაჩნდა, როგორც სოლსბერში მომხდარის შესახებ გახდა ცნობილი. ამ ეტაპზე ჩემპიონატზე მხოლოდ ოფიციალური წარმომადგენლები არ მიდიან, თუმცა, ფეხბურთელებსაც რომ გამოეთქვათ პროტესტი, არც ეს გაუკვირდებოდა არავის – წერს თავის საიტზე ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC.

საფეხბურთო ბოიკოტების ისტორია ურუგვაელების მაგალითით იწყება. 1930 წელს მათ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავეს, მაგრამ მომდევნო წელს უარი თქვეს ტიტულის დაცვაზე. 1934 წლის ჩემპიონატი იტალიაში ტარდებოდა. ურუგვაელებმა მონაწილეობაზე უარი იმიტომ გამოთქვეს, რომ 4 წლით ადრე, როდესაც ჩემპიონატი მათ სამშობლოში ჩატარდა, ევროპელები არ ჩავიდნენ. დღემდე ურუგვაის ნაკრები ერთადერთი ჩემპიონია, რომელმაც ტიტულის დაცვა არ სცადა.
ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებებმა ფეხბურთის ისტორიაში პირველი სამ ჩემპიონატს იგნორირება გაუკეთეს. მაშინ მათ განაცხადეს, რომ მათი შიდა ჩემპიონატი ბევრად უკეთესია მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო ფიფაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა მსოფლიო ჩემპიონატის ბრიტანეთში ჩატარების იდეას “სასაცილო” უწოდა.
ურუგვაის ნაკრებმა მომდევნო, 1938 წლის ფეხბურთის ჩემპიონატსაც ბოიკოტი გამოუცხადა, რომელიც საფრანგეთში ტარდებოდა. მას მხარი დაუჭირა არგენტინამ, რომელსაც არ მოეწონა ის, რომ მეორედ ზედიზედ ჩემპიონატი ევროპაში ტარდებოდა.
ინდოეთის განცხადებამ მონაწილეობა არ მიეღო 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, მთელი მითები წარმოშვა . ამბობდნენ, რომ ინდოელები იმის გამო გაბრაზდნენ, რომ მათ მოედანზე ფეხშიშველი თამაშის უფლება არ დართეს. 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებში ისინი მართლაც, ფეხშიშველები (ან წინდებში) გამოდიოდნენ და კარგი შედეგიც აჩვენეს. გარდა ამისა, ლონდონის თამაშები ინდოეთის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ პირველი ტურნირი იყო.


1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიფამ ინდოეთს, ინდონეზიას, ფილიპინებს და ბირმას შესთავაზა ერთმანეთში გაეთამაშებინათ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, უკანასკნელმა სამმა გუნდმა უარი თქვა შეთავაზებაზე. ინდოეთი ავტომატურად გახდა ჩემპიონატის მონაწილე, თუმცა…მალე მან პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა იმის გამო, რომ ფიფამ მართლაც არ დართო ნება ფეხბურთელებს ფეხშიშველი ეთამაშათ. მას შემდეგ, ინდოეთის გუნდმა ერთხელაც ვერ შესძლო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის გავლა.
იმავე 1950 წელს ფინალურ ბადეში შოტლანდიის ნაკრებს შესთავაზეს გამოსვლა, მაგრამ მან უარი თქვა ბრაზილიაში გამგზავრებაზე. ისინი ამბობდნენ, რომ ჩემპიონატზე გამოვიდოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინგლისის ჩემპიონატს მოიგებდნენ. ეს ასე არ მოხდა და, შესაბამისად, მსოფლიო პირველობა შოტლანდიის ნაკრების გარეშე ჩატარდა.
1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატში სერიოზული პრობლემები შეიქმნა იმის გამო, რომ მასში ისრაელის ნაკრები მონაწილეობდა. იმ მომენტისთვის ისრაელი აზიის ჯგუფში შეიყვანეს და ამ კონტინენტის და აფრიკის ქვეყნებთან, მაგრამ თურქეთმა, ეგვიპტემ და სუდანმა პოლიტიკური მოტივით უარი თქვეს ებრაელებთან თამაშზე.
სიტუაცია დღემდე მოუგვარებელია: ირანის მთავრობა, მაგალითად, თავის სპორტსმენებს უკრძალავს ებრაელებთან ნებისმიერ შეჯიბრებაზე გამოსვლას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა მსოფლიო ჩემპიონატში თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც პოლონეთში გაიმართა. ირანელმა ალირეზა კარიმ-მახიანმა აღიარა, რომ რუს ალიხან ჟაბრაილოვთან სპეციალურად წააგო, რომ მომდევნო რაუნდში ებრაელ სპორტსმენთან არ ჰქონოდა შეხვედრა.


1958 წელს, იმის გამო, რომ ისრაელის ნაკრებთან აზიის გუნდებმა უარი განაცხადეს ეთამაშათ, უეფამ სპეციალური მატჩი დაუნიშნა ამ უკანასკნელს ტურნირის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად. ეს აღმოჩნდა უელსის გუნდი, რომელმაც დაამარცხა ისრაელის ნაკრები და თავის საფეხბურთო კარიერაში ერთადერთხელ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
1966 წელს ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე მთელმა კონტინენტმა თქვა უარი. საქმე ის არის, რომ 1964 წელს ფიფამ დაადგინა, რომ 16 ფინალისტი გუნდიდან 10 ევროპული უნდა ყოფილიყო, მათ შორის, ტურნირის მასპინძელი ინგლისი. 4 ჯგუფი უნდა ყოფილიყო ლათინური ამერიკიდან, ერთი ცენტრალური ამერიკიდან და კარიბის კუნძულებიდან, ბოლო 1 ადგილისთვის კი უნდა ებრძოლათ აფრიკის, აზიისა და ოკეანიის გუნდებს. აფრიკის საფეხბურთო ჩინოვნიკებმა ეს უკიდურესად არასწორად ჩათვალეს და 15-ვე გუნდმა უარი თქვა ჩემპიონატში მონაწილეობაზე. მაშინ განას ჰყავდა უძლიერესი ნაკრები, რომელიც სამწუხაროდ ვერ გაემგზავრა ჩემპიონატზე, არადა ზოგიერთი სპეციალისტი ამ გუნდს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა.

საბჭოთა კავშირის გუნდი ცივი ომის დროს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა – უარი თქვა ჩილესთან შესარჩევ მატჩში მონაწილეობაზე. 1973 წელს ჩილეში სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა აუგუსტო პინოჩეტი და “სანტიაგოს” სტადიონზე, სადაც საბჭოთა კავშირის გუნდი უნდა გამოსულიყო, მემარცხენე მოძრაობის აქტივისტები დახვრიტა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ფიფას თხოვნით მიმართა სხვა ნებისმიერ სტადიონზე გადაეტანა თამაში. როდესაც ამაზე უარი მიიღო, საბჭოთა ნაკრებმა პროტესტის ნიშნად გაფრენაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, თამაში ჩატარებულად ჩაითვალა – ჩილეს ნაკრები სტადიონზე გავიდა, მათ ბურთი გაითამაშეს, შემდეგ არარსებული მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანეს და თამაში მოგებულად ჩაითვალა.
1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბრიტანეთის მთავრობა ფიფასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ინგლისს პოლიტიკური მიზეზების გამო არ სურდა არგენტინასთან შეხვედრა. იმ პერიოდში არგენტინასა და ბრიტანეთს შორის ადგილი ჰქონდა ფოლკლენდის სამხედრო ინციდენტს. ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი მარგარეტ ტეტჩერის მეთაურობით, ვარაუდობდა, რომ არეულობები აუცილებლად მოყვებოდა ამ ორი გუნდის ერთმანეთთან შეხვედრას. ფოლკლენდის ომი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს დასრულდა. ბრიტანეთის სამივე გუნდი – ინგლისის, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები ტურნირზე არ გამოცხადდნენ.

მომზადებულია ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის “BBC”-ის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა სკრიპალის საქმეზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: პატრიარქს ახალ დარტყმას უნდა უმზადებდნენ, არა ფიზიკურს, არამედ ძალაუფლებითს და მორალურს