საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა
და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული
ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის –
„ტელეგრამის“ გამოყენებით ცდილობდა.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული
ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი”
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე
მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიავმუშაობთ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ პერსონალურ სანქციებზე” -ბრიტანელი დეპუტატი