საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი წლის ღამეს, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მოქალაქეებს სიურპრიზი მოუმზადეს.

პატრულ-ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტ მძღოლს, შს სამინისტროს სახელით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგოთი გაფორმებული საახალწლო ნობათი, მისალოცი ბარათი, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

საპატრულო პოლიციის საახალწლო საჩუქრების აქცია დღესასწაულის დღეებში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: საქართველო აშშ-სგან მეტ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას ელოდება
შემდეგი სტატიამაკკეინი: თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება