საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შოთა ხაჟომია შეცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა.

ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეაში განთავსდა
შემდეგი სტატიარუსთავში ძლიერმა ქარმა მერიის შენობას სახურავი გახადა