საპატრულო პოლიციის ავტომობილი 13 წლის მოზარდს დაეჯახა – დაშავებული ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში რჩება

Crime Scene

საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოხდა.
13 წლის მოზარდი ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთ მათგანის მიხედვით, მოზარდი „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა, მეორე ვერსიით, კი ის საავტომობილო მონაკვეთზე გადარბოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას გამართავს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი აშშ-ს მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის