საპატრულო პოლიციელს – ასი როზგი ასი ქულის ნაცვლად!

patruli„ზემოთ“ თქვეს – ასი ქულა, ასდოლარიანი არ გეგონოთ, არ დააგროვოთ, თორემ „პრავას“ სამუდამოდ დაემშვიდობებითო. სწორიცაა, მოძრაობის წესებს ყველა უნდა იცავდეს და ვინც არ იცავს იმას რა? ასქულიანი შუბლზე! „ქემოთ“ გაუხარდათ, ეგება და „კვატასავით“ გზად „მარგალიტად მიმავალს“ არ დაგვეჯახონო. „შუაში“ გაყოყოჩდნენ და თან ისე რომ დამცველი დამრღვევად მოგვევლინა, ასქულიანი მახატია, ასდოლარიანი მირჩევნია „პრავას“ მაინც ვერავინ „ამახევსო“. აი, შედეგიც. თქვენ სურათზე ხედავთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რომელიც მუდამ ბრონირებულ ადგილზეა „წამოსკუპული“. რა ასქულიანი ასი დოლარი ეყოფა ამას? ასი როზგი გამოასწორებდა ვითომ? გამოცანა „ზემდგომს“: ასქულას მიარტყამდით თუ ასდოლარს (შესაბამის ექვივალენტს ლარებში?). ნუ, რაც არ უნდა იყოს ახალი წელი კარს მოგვადგა და „ამ ერთხელ აპატიე ისიდორე ბიძია და მეორედ არ გაიმეორებს“… მომავალ ახალ წლამდე!

banner
წინა სტატიაში“თქვენო უწმინდესობავ, გზა რომელზეც ჩვენ შევდექით, თქვენს მხარდაჭერას ითხოვს”
შემდეგი სტატია,,ევროკავშირის გარდა ჩვენს მოქალაქეებს საშუალება უნდა მიეცეთ ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში”