საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის,  უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე , 1999 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი შ.რ.  და 1987 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მ.ყ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში,  დაკავებულების პირადი  ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული  საშუალებები,  მათ შორის: „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“არ ვიცი მისი მოლოდინები, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაუცრუვდა” – თსუ-ს პროფესორი განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის დეტალებზე